Accentnews.ge
მამა დოროთემ (დბარმა) ილორის მონასტრიდან ქართველების მიერ ნაჩუქარი ხატის გატანა დაგმო

მამა დოროთემ (დბარმა) ილორის მონასტრიდან ქართველების მიერ ნაჩუქარი ხატის გატანა დაგმო

06/09/2020 07:39:23 კონფლიქტები

“აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” (აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებული საეკლესიო ფრთა, რომელიც, მისგან განსხვავებით, კონსტნტინოპოლთან და არა რუსეთის ეკლესიასთან თანამშრომლობს) წინამძღოლმა, მამა დოროთემ (დბარმა) ილორის მონასტრიდან ქართველების მიერ ნაჩუქარი ხატის გატანა დაგმო.

«ადამიანმებმა, რომლებმაც ეს ხატი გაიტანეს, შეურაცხყვეს არა ქართველი პოლიტიკოსები ან სამღვდელოება, არამედ უპირველესად, აფხაზური. ოდითგანვე ჩვენში არსებობდა ტრადიცია – მეომრები და ყველა, ვინც ტაძარში აპირებდა შესვლას, იარაღს გარეთ ტოვებდა. ამ შემთხვევაში ილორის მონასტერში მსგავსი საკითხების გადაჭრა მხოლოდ ამ ტაძრის წინამძღოლს შეეძლო, ან მის უშუალო ხელმძღვანელობას, მაგრამ არა აფხაზ პოლიტიკოსებს ან საზოგადო მოღვაწეებს», – განაცხადა დბარმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე შეფასებით, ეს არ იყო სწორი საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ ხატის აფხაზეთში ჩატანა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების მხრიდან “აბსოლუტურად პოლიტიკური, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ნაბიჯი იყო, რაც ცხადია და ნათელი”.

ცნობისთვის: ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების – ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას მიერ 18 აგვისტოს აფხაზეთში ჩატანილი ხატი, რომლის მიღებაზეც “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” უარი განაცხადა, 5 სექტემბერს აფხაზეთის წინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით ტაძრიდან ენგურის ხიდთან, დე ფაქტო საზღვართან გადაიტანეს. როგორც აღინიშნა,ხატი იქ დარჩება, სანამ მფლობელები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დააბრუნებენ.

იხილეთ ასევე: ხატი – როგორც იარაღი ბჟანიას და ქართულ-აფხაზური დარეგულირების წინააღმდეგ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S