Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

07/09/2020 05:15:13 კონფლიქტები, საზოგადოება

პაციენტი, რომელსაც სოხუმის კლინიკაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, გუდაუთის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ რუსული მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

„ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, იგი გუდაუთის ცენტრალური რეგიონალური საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა", - აღნიშნულია ე.წ. ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დროიდან, საერთო ჯამში, კორონავირუსი 516 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 157 და დაღუპულია 5 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S