Accentnews.ge
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

07/09/2020 05:26:58 სამართალი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანათან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარებაში მართავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც მძღოლს კალთაში უჯდა. დაღუპული მოზარდი მძღოლის შვილია.

პოლიციამ მძღოლი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S