
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე დაასახელა
07/09/2020 08:11:20 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე დაასახელა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა სხვა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ–მინისტრობაზე. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია", – განაცხადა ვაშაძემ.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, სააკაშვილი მოგვიანეებით თავად ისაუბრებს.