ზუგდიდში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

07-09-2020 13:18:51 რეგიონები

ზუგდიდის მერიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. სოფელ ნაცატუს მოსახლეობის ნაწილი მერთან შეხვედრას ითხოვს. ისინი სოფლის გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, თავდაპირველად სოფელში გამართეს აქცია, რა დროსაც პოლიციამ ადგილობრივი დააკავა.

"მშვიდობიანი აქცია იყო. ვითხოვთ გზის რეაბილიტაციას. 2017 წელს უნდა გაკეთებულიყო. სოფელში შევიკრიბეთ, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციელები და დააკავეს ერთ-ერთი მონაწილე. აქ გზა არ არის კომუნისტების შემდეგ. გაუსაძლისია სოფელში ცხოვრება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნუნუ კვარაცხელიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები