
ტურაშვილი – 20–21 ივნისის მოვლენებზე: "ასეთი რამ არ მინახავს"
22/06/2019 16:16:39 ციტატა
"სამწუხაროდ, მეც 9 აპრილი მახსენდება, რადგან ზუსტად იგივე მარშრუტი გავიარეთ. ბოლოს ჩვენც უნივერსიტეტთან გავმაგრდით. როგორც ჩანს, რაღაც გენეტიკური ინერცია არსებობს: სადაც იწყება მეოცე საუკუნის ქართული თავისუფლებები, მაინც იქ მიდიხარ თავსიუფლების დასაცავად. მაშინ ჩვენც იქ მივედით. გულწრფელად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამე არ მინახავს. ორი ომი გადაიტანა მეოცე საუკუნეში მსოფლიომ, რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი შეეწირა იმ ომებს, არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ხელებაწეულ ადამიანებს სახეში ესვრიან ტყვიას... ვინც ამას გიბრძანებს, რომ თავში ტყვია ესროლო ადამიანს და 15 წლის ბავშვი დააბრმაო... ეს წარმოუდგენელი რამეა. კიდევ გადადგომა არ უნდათ, ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და რისთვის? იმისთვის, რომ მეტი ფული გააკეთონ? ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ჩვენს შვილებს ტყვიები უნდა ესროლონ?"
განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში 20–21 ივნისის მოვლენების შეფასებისას.