Accentnews.ge
კახა ოქრიაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს

კახა ოქრიაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს

07/09/2020 15:34:28 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი კახა ოქრიაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურაზე მხარს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს.

"თუ ხარ პარტიის ლიდერი, შენ უნდა იყო პრემიერი, ოფისმენეჯერი არ უნდა დააყენო პრემიერ მინისტრად... რატომ მიხეილ სააკაშვილი? ყველაზე მსხვილი პარტია, რომელიც შედის საარჩევნო ბლოკში არის "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი არის უცვლელი ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის". ასე, რომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის",-განაცხადა ოქრიაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

კახა ოქრიაშვილმა ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთობლივ მემორანდუმს ხელი 4 სექტემბერს მოაწერა. ოქრიაშვილი 2008 - 2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის", ხოლო 2016 წელს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ისაუბრებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

ექს–პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S