Accentnews.ge
"ვიქნები პრემიერი არასრული ვადით, მინდა, ამ თანამდებობაზე მაქსიმუმ, 2 წლით ვიყო"

"ვიქნები პრემიერი არასრული ვადით, მინდა, ამ თანამდებობაზე მაქსიმუმ, 2 წლით ვიყო"

07/09/2020 17:33:25 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის ფუნქცია იტვირთოს და არ სურს ამ თანადებობაზე სრული ვადით იმსახუროს.

"უკვე 7 წელია, არ დამიდგამს ფეხი მშობლიურ მიწაზე. უკრაინაში ყველა პირობა შემიქმნეს, რომ თავი კარგად მეგრძნო, მაგრამ მშობლიურ მიწასთან განშორება ჩემთვის ძალიან მძიმეა. მე ძალიან მენატრება ქართული მიწის თითოეული გოჯი და თითოეული თქვენგანი. [...] იყო შეცდომებიც მაგრამ, შეცდომებისთვის მარტო ბოდიში არ კმარა, მინდა, მომეცეს საშუალება ამ შეცდომების გამოსწორების. ამის პოტენციალი არსებობს პირადად ჩემში და მე ამას ვგრძნობ. მზად ვარ ვიტვირთო პრემიერ–მინისტრის ფუნქცია. ნამდვილად არ მენატრება ხელისუფლება. ვიქნები პრემიერი არასრული ვადით, მინდა, ვიყო პრემიერი მაქსიმუმ 2 წლის ვადით, რომელიც საკმარისი იქნება ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან. მზად ვარ კვირაში 7 დღე 24 საათი ვიმუშავო და თქვენ იცით, რომ მე ამის უნარი მაქვს", – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი იქნება.

ექს–პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

ცნობისთვის: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს:

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა;

მიმდინარე საქმეები:

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე;

2020 წლის 7 მაისიდან სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S