Accentnews.ge
"აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე მობილური ტელეფონის შეტანა"

"აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე მობილური ტელეფონის შეტანა"

08/09/2020 09:05:00 საშინაო პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს, აკრძალოს საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა.

"ეს არის უმთავრესი ბერკეტი, რომელიც რჩება ხელისუფლებას იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს მასზე ზეწოლა - კორპუსის მაცხოვრებლებზე, ამხანაგობების თავმჯდომარეების და ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, ბაღის, სკოლის, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე - ეს არის მოთხოვნა, რომ მათ გადაუღონ სურათი საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გაგზავნონ შესაბამის ადგილას“, - განაცხადა ანა დოლიძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S