Accentnews.ge
საკარანტინო სივრცეებში მყოფმა ამომრჩევლებმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ

საკარანტინო სივრცეებში მყოფმა ამომრჩევლებმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ

08/09/2020 09:05:10 საშინაო პოლიტიკა

საკარანტინო სივრცეებში მყოფმა ამომრჩევლებმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

"ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის", – განაცხადა ცსკ-ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სარჩევნო გარემოში წარიმართოს:

„აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, სწორედ ცსკ იღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო ზონებში ან საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ჩატარებასთან ან არჩატარებასთან დაკავშირებით. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ჯანდაცვის ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციები. ჩვენი პოზიციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, შესაძლებელია ამ საკარანტინო სივრცეებში, ასევე იმყოფებოდნენ კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებიც, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები გამოხატული. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული დიფერენციის გაკეთება. მთავარია აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სარჩევნო გარემოში, თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელი არიან ის ადამიანები, ვინც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში. ესენი არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და ეს საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსესუსი იყოს მიღწეული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S