შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
08/09/2020 10:12:48 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 19 წლის ვერონიკა არონია 3 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივლისს ვერონიკა არონია დაუკავშირდა ერთ-ერთ მედიასაშუალებას და და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი, თითქოსდა, შეესწრო 4 პირის საუბარს, რომელის პირდაპირ კავშირში იყო 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებული, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, მისსავე ბინაში იყო და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, ბრალდება მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია არის გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.


