Accentnews.ge
"შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა კვალი გააქრეს"

"შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა კვალი გააქრეს"

08/09/2020 12:09:25 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე ბრალდებულმა პირებმა მტკიცებულებები გაანადგურეს.

მისივე თქმით, ისინი საგამოძიებო ორგანოში მომზადებული მივიდნენ.

"შეუძლებელია ადამიანი 4 დღე წყალში იმყოფებოდეს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს, ან მიკრონაწილაკები, თუნდაც ფრჩხილებში. ამავდროულად, რა თქმა უნდა ამ ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე. როდესაც ბრალდებულები ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტიურად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში... მათ არამხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავის სხეულზე, ტელეფონებზეც წაშალეს ინფორმაცია და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო",-განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S