ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძე „წითელმა ჯვარმა“ მოინახულა
08/09/2020 16:05:56 სამართალი
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა.
ზაზა გახელაძის ცოლის განცხადებით, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს უკვე გადასცეს ოჯახიდან გაგზავნილი ორი წერილი. ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კი ოჯახს წითელი ჯვარი ხვალ გადასცემს.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაიჭრეს.


