
დემონსტრანტები – პუტინს: "მადლობა, პუტინო, რომ ეს გააკეთე"
22/06/2019 18:54:58 ციტატა
"მადლობა, პუტინო, რომ ეს გააკეთე და მეტი ეკონომიკური დამოკიდებულება არ მოხდა რუსეთზე, რომლითაც დაგვაშანტაჟებ"
განაცხადა რუსთაველის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა. მის განცხადებას აქციის მონაწილეების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნოს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელება დროებით აეკრძალათ.
„დაისვენე საქართველოში“ – პუტინის საპასუხოდ სოციალური კამპანია დაიწყო