Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა საქმეში FBI–ს ექსპერტების ჩართვას მოითხოვს

ბაჩალიაშვილის დედა საქმეში FBI–ს ექსპერტების ჩართვას მოითხოვს

08/09/2020 16:09:45 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა მისი შვილის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

როგორც თეონა თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თუ FBI-ს გამომძიებლების ჩართვა შეუძლებელია, მისი შვილის საქმეში ფედერალური ბიუროს ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

„ასევე, მოვითხოვე სატელიტის ფოტოები და გვითხრეს, რომ მოთხოვნა გაგზავნილია და პასუხები ჯერ არ არის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ამასთან, გარდაცვლილის დედის თქმით, შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილის სიჩქარის გადაცემათა კოლოფზე მისი დნმ-ის კვალია, თუმცა თეონა თამაზაშვილის მტკიცებით, მას გადაცემათა კოლოფზე ხელი არასდროს მოუკიდია.

თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბოლოს შვილის მანქანაში უკანა სავარძელზე იჯდა და თუ ოდესმე სიჩქარის გადაცემათა კოლოფზე ხელი მოკიდა და არ ახსოვს, ის კვალი წაიშლებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S