ჩეჩნეთში ოპოზიციონერი აქტივისტის დამცირება ვიდეოზე გადაიღეს

08-09-2020 20:35:13 კავკასია

რიგ კავკასიურ ფაბლიქებში გაჩნდა ვიდეო, რომელზეც გაშიშვლებული, მუხლებზე მდგომი ახალგაზრდა აღიარებს, რომ ოპოზიციურ ტელეგრამ-არხ “1ADAT”-ს ადმინისტრატორი იყო და ბოთლზე ჯდება.

"ჩემს თავს ასე ვსჯი და ესტაფეტას “1ADAT"-ის სხვა ადმინისტრატორებს გადავცემ”, - ამბობს ახალგაზრდა, რომელიც თავს 19 წლის სალმან თეფსურკაევად წარადგენს.

ტელეგრამ-არხ “1ADAT”-ს წარმომადგენელმა უამბო “Кавказ.Реалии:-ს, რომ თეფსურკაევი ჩეჩნეთში ოპოზიციური მოძრაობის არა ადმინისტრატორი, არამედ აქტივისტი იყო და გარკვეული დროის განმავლობაში არხის ჩათს უწევდა მოდერირებას.

რესპონდენტის თქმით, ახალგაზრდას ნამდვილი სახელი მათ ხსენებული ვიდეოდან შეიტყვეს, რომელიც მისი აქაუნთიდან აქტივისტების საერთო ჩათში მიუვიდათ. შაბათს, მიმოწერის დროს ახალგაზრდამ მას აცნობა, რომ "წამოსცდა კადიროველთან და რომ მას მიაკითხეს". ამის შემდეგ თეფსურკაევთან კავშირი გაწყდა.

ოპოზიციონერმა ვიდეობლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა მომხდარს “კადიროველებისთვისაც კი ექსტრაორდინალური მოვლენა” უწოდა:

"თუ აქამდე განსხვავებული აზრისთვის გვაწამებდნენ, ციხეში გვაგდებდნენ ყალბი ბრალდებებით, საჯაროდ მობოდიშებას გვაიძულებდნენ, რესპუბლიკიდან გვაძევებდნენ, გვკლავდნენ და ღამით ძაღებივით გვმარხავდნენ, სასჯელის უმაღლეს ზომად კი შარვლის ჩახდა ჰქონდათ დაწესებული, ახლა კადიროველებმა ოვერტონის სარკმელი საჯაროდ ბოთლზე დასმამდე გააფართოვეს".

“Кавказ.Реалии”-ს რედაქცია ჩეჩნეთის ომბუდსმენს დაუკავშირდა. მის ოფისში განაცხადეს, რომ საქმის კურსში არიან მომხდარის შესახებ, თუმცა მათთვის არც თავად დაზარალებულს, არც მის ოჯახს მიუმართავთ. ამასთან, ოფისში აღნიშნეს, რომ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები "მზად არიან ინციდენტის გამოსაკვლევად ვიდეოზე აღბეჭდილი მოვლენების დაუშვებლობის გამო".

ამ დროისთვის რედაქცია პროკურატურისა და შსს-ს კომენტარებს არ ფლობს.

ოპოზიციური ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ინფორმაციას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შესახებ. და ეს ყველაფერი – სახელისუფლებო წყაროებზე, კერძოდ, სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ ანონიმებზე დაყრდნობით.არსებობის არასრული 5 თვის განმავლობაში “1ADAT”-მა 6 000-ზე მეტი ხელმომწერი მოაგროვა. ავტორები თავის ფაბლიქს “მოძრაობად” მოიხსენიებენ, საკუთარ თავსა და ხელმომწერებს – "რამზან კადიროვის რეჟიმთან მებრძოლებად”. მათ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ჩეჩნეთში იმყოფება.1ADAT-ის ანონიმმა ავტორებმა უამბეს “Кавказ.Реалии”-ს, როგორ ეხმარებიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ხელისუფლების თვითნებობის მსხვერპლთ და რას პასუხობენ მის ბრალდებებს “ახალგაზრდობის წაქეზების” თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები