ადვოკატი ამბობს, რომ მიიღო სატელიტიდან გადაღებული ფოტოები და 19–20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა იქ არ დგას, სადაც იპოვეს
08/09/2020 18:15:04 სამართალი
ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ცნობით, მან სატელიტიდან გადაღებული ფოტო–მასალა მოიპოვა და ამ კადრების მიხედვით, 19 და 20 ივლისს ახალგაზრდა ქალის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ფიქსირდება, სადაც ის 23 ივლისს აღმოაჩინეს. მან ფოტომასალა „ფორმულას“ ეთერში წარადგინა.
![]()
რაც შეეხება 18 ივლისს, როდესაც ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა და 21–22 ივლისს, კადრები ღრუბლიანობის გამო ბუნდოვანია.
ადვოკატმა არ დააზუსტა, კონკრეტულად ვინ მიაწოდა მასალა, თუმცა ამბობს, რომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ცნობისთვის: ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.


