Accentnews.ge
"არ იფიქროთ, რომ ვინმე ან თანამდებობას ან სკამს არის გამოკიდებული"

"არ იფიქროთ, რომ ვინმე ან თანამდებობას ან სკამს არის გამოკიდებული"

22/06/2019 19:00:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმე ან თანამდებობას ან სკამს არის გამოკიდებული, გულწრფელად გეუბნებით, ეს ასე არ არის, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ მიმართვისას გააკეთა. თბილისის მერი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე გაჟღერებულ მოთხოვნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით განხორციელდება.


„რაც შეეხება ცვლილებებს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით, კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გამოვლილი, გვაქვს გამოცდილება მიღებული და გვაქვს ნანახი რა ხდება სამოქალაქო დაპირისპირების, გადატრიალების და დამხობის დროს. ეს დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე. თუ პროტესტი არის საკანონმდებლო ჩარჩოებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებები, გამოხატოს თავისუფლად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში და არ უნდა დავუშვათ ურთიერთდაპირისპირებები და ძალადობა. შეიძლება იყოს ადამიანების კატეგორია, ვისაც ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს შეცდომები, შეიძლება ბევრს სტკიოდეს გული ჩვენ მხარდაჭერსაც მათ შორის, რომ ისე არ გამოდის რაღაცეები, როგორც უნდა გამოდიოდეს, მაგრამ თუ არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ამისთვის არსებობს არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S