
„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს 10 სექტემბერს წარადგენს
09/09/2020 06:55:01 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
დედაქალაქსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები მმართველმა პარტიამ 20 ივლისს დაასახელა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებისთვის ქვეყნის 30-ვე საარჩევნო ოლქში იბრძოლებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერისთვისაა დაგეგმილი.