ბარ Skygirls-ში 2 სტუმრის ცემისთვის მე-5 პირი დააკავეს დააკავეს
09/09/2020 07:58:21 სამართალი
ბარ Skygirls-ში 2 სტუმრის ცემისთვის მე-5 პირი დააკავეს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ორმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.
მოქალაქე ივიკო ფრუიძემ ინფორმაცია მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ სოციალური ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა. იგი ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებდა. როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა, ღიად გამოხატული პროტესტის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.


