
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს
09/09/2020 15:12:05 საშინაო პოლიტიკა
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" საარჩევნო კამპანიის წარმოებას დროებით შეაჩერებს. მიზეზი პარტიის პოლიტიკური მდივნის ლევან გოგიჩაიშვილის ახალი კორონავირუსით ინფიცირებაა.
პარტიის განცხადებით, "უპირველესია საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა".
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს", – აცხადებენ პარტიაში.
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისში, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.
ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს "ტვ პირველის ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.