Accentnews.ge
დეპუტატის ინფიცირების შემდეგ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

დეპუტატის ინფიცირების შემდეგ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

09/09/2020 15:16:52 საშინაო პოლიტიკა

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების მიუხედავად საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს "ტვ პირველის" ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S