საქართველო "მწვანე ზონაში" აღარაა

10-09-2020 11:23:03 საზოგადოება

საქართველოში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა "მწვანე ზონისთვის" განსაზღვრულ ნორმას – 10–წგადააჭარბა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელმა 10,2–ს მიაღწია.

"ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 000 მოსახლეზე საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი უკვე გახლავთ 10, 2; ხოლო აჭარაში რეგიონში – 52,9 – ანუ 100 000 მოსახლეზე ავადობის რიცხვი", – განაცხადა ეზუგბაიამ.

​შეგახსენებთ, რომ 8 სექტებერს გამართულ ბრიფინგზე ეზუგბაიამ შემდეგი განაცხადა:

"ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ავადობის მაჩვენებელი გახლავთ უკვე ქვეყანაში 8. ამ მაჩვენებლით ჯერ–ჯერობით ქვეყანა რჩება "მწვანე ზონაში" იმიტომ, რომ 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა".

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 57 პირი დაინფიცირდა.

განახლება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა კალანდაძე კი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის მიუხედავად, ქვეყანა "მწვანე ზონის" სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე ჯერჯერობით არ დგას:

"დღევანდელი მდგომარეობით, მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვის საშიშროების წინაშე არ ვართ, ვნახოთ, როგორი სიტუაცია გვექნება დღეებში. აბსოლუტურად ყველა შემთხვევას ვმართავთ და ყველას კვლევა მიმდინარეობს.

ერთადერთი მოსახლეობამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის უსაფრთხოების პრევენციული ზომების დაცვა, რაც ამ ზაფხულში საკმაოდ შესუსტებული იყო ზაფხულში და ხალხი პრაქტიკულად არ იცავდა იმ მოწოდებებს, რაც დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო წრეებისგან იყო მოწოდებული, დღესაც მოვუწოდებთ ყველას. ეს არის პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ეს ორი ძირითადი პრევენციული ზომა საკმაოდ შესუსტებული იყო საქართველოში. განსაკუთრებით რაიონებში სოფლებში, ზღვისპირეთში ამ ზომებს არავინ იყენებდა. ეს ხალხი გაიშალა მერე მთელ საქართველოში და აქედან გამომდინარე გვაქვს ეს შემთხვევები," - განაცხადა ირინა კალანდაძემ.

ხოლო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია "აქცენტთან" განმარტავს, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო „მწვა­ნე და შუ­ა­ლე­დურ, გან­გა­შის ეტაპს შო­რი­საა“.

„ჩვენ გვაქვს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მომ­ზად­და. ბევ­რი ქვე­ყა­ნა სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლებს იყე­ნებს. ჩვენ ნიშ­ნუ­ლი ავი­ღეთ 10 შემ­თხვე­ვა 100 000 მო­სახ­ლე­ზე, რაც არის მწვა­ნე ნიშ­ნუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 10 და 10.2, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის ზო­ნა­ში - ყვი­თე­ლი ზონა. ყვი­თე­ლი ზონა არის 100 000 მო­სახ­ლე­ზე 10 შემ­თხვე­ვი­დან 30 შემ­თხვე­ვამ­დე, რი­ცხვებ­ში გა­მო­დის 370-დან 1100 შემ­თხვე­ვა, რაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ გვექ­ნე­ბა, უკვე არის ყვი­თე­ლი. 100 000 მო­სახ­ლე­ზე 30 შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, წი­თე­ლი ზო­ნაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვა­ნე და შუ­ა­ლე­დურ, გან­გა­შის ეტაპს შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები