
"ქართული ოცნება" 55.7%–ით არა თუ იგებს არჩევნებს და ყოველგვარი კოალიციის საჭიროების გარეშე აყალიბებს მთავრობას, ორჯერ უსწრებს პრემიერ–მინისტრობას შეჭიდებულ კონკურენტებს"
10/09/2020 11:19:27 საშინაო პოლიტიკა
ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ"ქართული ოცნება" 55.7% ით არა თუ იგებს არჩევნებს და ყოველგვარი კოალიციის საჭიროების გარეშე აყალიბებს მთავრობას, არამედ ორჯერ უსწრებს პრემიერ მინისტრობას შეჭიდებულ სამივე ძირითად კონკურენტს, ენმ -ს (16.2%), "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 6.0%, "ევროპული საქართველოს" - 5.6%, დაჯამებულ რეიტინგსაც კი".
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, "წინა კვლევასთან შედარებით "ოცნებას" 3 პროცენტით გაეზარდა რეიტინგი, ენმ-ს კი დააკლდა".
მისივე თქმით, "ყველა შიდა თუ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევებით, ქართული ოცნება ისეთი ჰანდიკაპით მიდის არჩევნებზე, არა თუ თავად უნდა ფიქრობდეს კოალიციურ მთავრობაზე, არამედ ამ არჩევნებსაც მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებს":
„ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომ რეალობას არის მოკლებული იქიდანაც ჩანს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ერთმანეთში პრემიერის კანდიდატურა ვერ გაუყვიათ. ახლა ეს საკითხი იმდენად გახადეს აქტუალური, განსაკუთრებით ნაციონალებმა და მათმა ყოფილმა თუ მოქმედმა იდეოლოგიურმა ქვეგანაყოფებმა, ევსაქების თუ ჯუნიორ ვაშაძის სახით, ჩნდება ეჭვი, თავის დროზე და ამ ფლანგის წამყვანი იდეური ფლანგის ნაციონალური მოძრაობის მიერ მასებზე ზემოქმედების მოდელირებულ ქრონიკაში ახლა თავად ხომ არ აღმოჩნდნენ გადავარდნილი.
რომელ პრემიერზე ვერ თანხმდებიან, ან რა კოალიციურ მთავრობაზე აქვთ საკუთარ მედიაში ერთი ამბავი ატეხილი, როდესაც ყველა შიდა თუ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევებით, ქართული ოცნება ისეთი ჰანდიკაპით მიდის არჩევნებზე, არა თუ თავად უნდა ფიქრობდეს კოალიციურ მთავრობაზე, არამედ ამ არჩევნებსაც მნიშვნელოვანი უპირატესობით იგებს.
ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ცნობილი ბრიტანული კომპანია Survation ის მიერ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ბოლო კვლევაც, რომლის თანახმად პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ამომრჩეველთა წინასაარჩევნო განწყობის მიხედვით,
"ქართული ოცნება" 55.7% ით არა თუ იგებს არჩევნებს და ყოველგვარი კოალიციის საჭიროების გარეშე აყალიბებს მთავრობას, არამედ ორჯერ უსწრებს პრემიერ–მინისტრობას შეჭიდებულ სამივე ძირითად კონკურენტს, ენმ -ს (16.2%), "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" - 6.0%, "ევროპული საქართველოს" - 5.6%, დაჯამებულ რეიტინგსაც კი! აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით "ოცნებას" 3 პროცენტით გაეზარდა რეიტინგი, ენმ-ს კი დააკლდა.
მართალია, ეს კვლევა ნაციონალების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ - მინისტრობის კანდიდატად წარდგენამდეა ჩატარებული, მაგრამ თუ მასთან დაკავშირებულ დაპირისპირების ახალ ტალღას გავითვალისწინებთ, რაც ურთიერთბრალდებების და ლამის ლანძღვა-გინების ფონზე მიმდინარეობს, "ქართული ოცნების" შანსები კი არ მცირდება კიდევ უფრო იზრდება.
ასე იცის საკუთარი ხელით მოქსოვილ ბადეში თავის გაყოფამ და პრემიერობანას თამაშმა. დანარჩენს ოქტომბრის ბოლოს ვნახავთ! "ვინც არ ჰგავდეს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად".