Accentnews.ge
მედია: კონტრაბანდისთვის პოლიციელი დააკავეს

მედია: კონტრაბანდისთვის პოლიციელი დააკავეს

10/09/2020 12:13:21 სამართალი

აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი დააკავეს,- იუწყებიან „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“.

ირკევვა, რომ სიგარეტს ზემოდან თხილის ჩერჩები ეყარა და ისე გადმოიტანეს ე.წ. საზღვარზე.

დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განახორციელა.

საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ დააკავეს ორი პირი [რედ. არაა მითითეული, რომ დაკავებულია პოლიციელი] „მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე“.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, გამოძიება კი მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით [უაზქციზო სიგარეტის ჯგუფურად შენახვა/რეალიზაცია/გადაზიდვა], რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S