
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
10/09/2020 16:13:08 პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის პარკში საარჩევნო პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სიის შემადგენლობა კი ირაკლი კობახიძემ დაასახელა.
სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- გიორგი გახარია
- არჩილ თალაკვაძე
- ირაკლი კობახიძე
- თეა წულუკიანი
- მამუკა მდინარაძე
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გახარია იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ 15 პირს, ესენი არიან:
- კახა კუჭავა
- გიორგი კახიანი
- მარიამ ქვრივიშვილი
- მიხეილ სარჯველაძე
- მაია ბითაძე
- მიხეილ დაოშვილი
- გიორგი ამილახვარი
- ვიქტორ სანიკიძე
- მაკა ბოჭორიძვილი
- შალვა პაპუაშვილი
- დავით კაჭარავა
- ნიკოლოზ სამხარაძე
- გიორგი ხელაშვილი
- მარიამ ლაშხი
- ბექა დავითულიანი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.