
რუსეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას გეგმავს
11/09/2020 06:49:30 კონფლიქტები
რუსეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას გეგმავს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის კორონავირუსის გავრცელებისაგან დაცვის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო.
30 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთს დე ფაქტო საზღვრის 15 სექტემბერიდან გახსნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით მან დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, "გაზარდოს მედიკამენტების მარაგი პაციენტების მიღების მიზნით".
პანდემიის გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო საზღვარი რუსეთთან მაისიდანაა ჩაკეტილი.