შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის მამა დააკავეს
11/09/2020 07:35:33 სამართალი
სამართალდამცავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
თუ რა ფაქტზე მოხდა ზ.ხ.-ს მამის დაკავება ჯერ–ჯერობით უცნობია.
არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
განახლება
გიორგი შაქარაშვილის ბიძისა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ხომასურიძის დაკავებას მის მიერ განხორციელებულ ღია მუქარას უკავშირებს.
"ღია მუქარა და ლიკვიდაციის მცდელობა იყო მისი მხრიდან. ვთხოვეთ ნუ იზამდა ასეთ სისულელეს და ნუ დააყენებდა საკუთარ თავს ეჭვქვეშ, მაგრამ არ გაჩერდა მაშინ. ალბათ ამის გამოა დაკავებული,"- აცხადებს ადვოკატი და ამბობს, რომ მან მიმართა შსს–ს.


