Accentnews.ge
გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ პირებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ პირებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

11/09/2020 08:27:40 სამართალი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცნობისთვის: ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S