ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა
11/09/2020 09:45:35 სამართალი
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აბტობუსი ქვეითს ბას–ლაინზე დაეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


