Accentnews.ge
სააკაშვილი – პუტინის აკრძალვაზე: "უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს ვიწყებ"

სააკაშვილი – პუტინის აკრძალვაზე: "უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს ვიწყებ"

23/06/2019 08:41:16 ციტატა

„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს, პუტინმა გამოუცხადა ემბარგო ქართველებს. მე დავიწყე უკრაინაში კამპანია – უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში. ვიწყებ შეხვედრებს უკრაინელი ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან, ყველა ჩემს მრავალრიცხოვან სატელევიზიო გამოსვლებში მოვუწოდებ უკრაინელებს, დაისვენონ საქართველოში“.

წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. შესაბამისი განცხადება მან ერთ–ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერშიც გააკეთა და მოუწოდა უკრაინელებს, დაეხმარონ საქართველოს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა საქართველოს მიმართულებით, ეკრძალებათ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S