Accentnews.ge
"ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს მომავალში 3 000 საწოლი იყოს მზად"

"ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს მომავალში 3 000 საწოლი იყოს მზად"

11/09/2020 11:37:01 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს მომავალში 3 000 საწოლი იყოს მზად", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართული უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს:

"ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში. თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. დღეს საქართველოში ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ".

მისი თქმით, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 8 000 PCR ტესტი კეთდება და ეს ციფრი უახლოეს ხანებში 10 000-მდე გაიზრდება:

"დღეს ქვეყანაში დღეში საშუალოდ 8 000 PCR ტესტი კეთდება. ზუსტად უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე. ჰოსპიტალურ სისტემაში ყველა პრევენციული მექანიზმი, 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, კანრანტინი, ჰოსპიტალი - ეს მუშაობს საათივით. დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი იმისთვის, რომ თუ შემთხვევები გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად მკურნალობა".

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S