თბილისში, სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
11/09/2020 16:02:42 სამართალი
თბილისში, სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელის სატენი. კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. იგი კონტაქტურია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.


