
აფხაზეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11/09/2020 16:07:12 კონფლიქტები, საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 273 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 38 პირს დაუდასტურდა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 55 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 610 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 165 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.