ლილოში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
11/09/2020 16:52:16 სამართალი
ლილოში ქვეითად მოსიარულე პირი მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


