Accentnews.ge
31 ოქტომბერს 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნებიც  გაიმართება

31 ოქტომბერს 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნებიც  გაიმართება

11/09/2020 16:56:24 საშინაო პოლიტიკა

31 ოქტომბერს 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია (ცსკ) ავრცელებს.

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.

როგორც ცსკ–ის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას განუცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

მიქელაძის განცხადებით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნები ერთდროულად 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, ცსკ–მ არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა.

დღესვე, ცსკ–მ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის დაადგინა მათ მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.

დღევანდელ სხდომაზე ცსკ–მ ორივე როგორც საკრებულოების შუალედური ისე მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები დაამტკიცა, რომლებიც ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S