საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოების მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

11-09-2020 22:48:15 რეგიონები

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები