Accentnews.ge
დააკავეს პირი, რომელიც სასულიერო პირის სტატუსით არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა

დააკავეს პირი, რომელიც სასულიერო პირის სტატუსით არასრულწლოვანს შიშველი ფოტოების გაგზავნას აიძულებდა

13/09/2020 06:39:01 სამართალი

სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მოტყუებით გადააგზავნინა.

"მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

ირკვევა, რომ აღნიშნულმა პირმა თავდაპირველად მოზარდ ბიჭს უთხრა, რომ მოჯადოებული იყო და ამისთვის სჭირდებოდა მისი შიშველი ფოტოები, შემდეგ კი შანტაჟს შეუდგა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S