
კახა კუკავა საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭს ვაკეში იყრის
13/09/2020 19:36:16 საშინაო პოლიტიკა
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭს ვაკეში იყრის.
პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, პარტია კანდიდატების დაყენებას 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში აპირებს.
ვაკის რაიონში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძეა, ოპოზიციის ნაწილის - ელენე ხოშტარია, პარტია "ლელოს" - ლევან კობერიძე, "პატრიოტთა ალიანსის' - ნანა დევდარიანი. მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატია საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერისთვისაა დაგეგმილი.