Accentnews.ge
მდინარაძე:"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექს ხელი მოაწერა"

მდინარაძე:"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექს ხელი მოაწერა"

14/09/2020 07:07:33 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექს ხელი მოაწერა - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი.

ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდწილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალბაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე , ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც, ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც იცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების სამკვირიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველვყოთ ყველამ ერთად ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს - თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას" - განაცხადა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S