
"მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღების შესახებ" (VIDEO)
23/06/2019 15:43:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
ნიკა გვარამია მოუწოდებს, ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალადობრივი აღება.
"რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც ფარული ჩანაწერები, არ გაბედოთ ამის გაკეთება," - აღნიშნა გვარამიამ.