Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

ბიძინა ივანიშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

23/06/2019 16:15:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერის, "ქართული ოცნების" თავმჯომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან სპეცრაზმი შეიყვანეს. 

აღნიშნულის ამსახველ კადრეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს. 

ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს" - ამბობს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი. 

„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ - ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S