Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

14/09/2020 12:49:53 სამართალი

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.

დაცვის მხარე ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

დაკავებული 11 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებენ, ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

ცნობისთვის: დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S