Accentnews.ge
"ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე"

"ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე"

23/06/2019 16:43:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.

„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არც ერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც ერთ მედიას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და სცენარის განვითარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გაავრცელა: 

"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. 

ნიკა გვარამია მოუწოდებს, ხელისუფლებას, არ გაბედოს "რუსთავი 2-ის" ძალადობრივი აღება. 

"რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, თუნდაც ფარული ჩანაწერები, არ გაბედოთ ამის გაკეთება," - აღნიშნა გვარამიამ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S