კახეთში სეტყვას და ქარს პროგნოზირებენ

15-09-2020 08:27:32 რეგიონები

15 სექტემბერს გვიან საღამოდან, 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბერს გვიან საღამოდან, 17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები