Accentnews.ge
საქსტატი: 6–სულიანი და მეტი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 429.5 ლარია

საქსტატი: 6–სულიანი და მეტი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 429.5 ლარია

15/09/2020 07:59:21 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1,1 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 161,5 ლარს შეადგენს. ორი ლარითა და 10 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 305,8 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, აგვისტოში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება:

• ერთსულიანი ოჯახისთვის - 161.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 6.1 ლარი;

• ორსულიანი ოჯახისთვის - 258.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 9.7 ლარი;

• სამსულიანი ოჯახისთვის - 290.6 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 11 ლარი;

• ოთხსულიანი ოჯახისთვის - 322.9 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 12.2 ლარი;

• ხუთსულიანი ოჯახისთვის - 363.3 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 13.7 ლარი;

• ექვსსულიანი და მეტი ოჯახისთვის - 429.5 ლარი, კლება გასული წლის შესაბამის თვესთან 16.2 ლარით;

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 183, 5 ლარი იყო, აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით შემცირდა და 182,3 ლარზე დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S