Accentnews.ge
აფხაზეთში COVID-19-ით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა, მას ბინაზე მკურნალობდნენ

აფხაზეთში COVID-19-ით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა, მას ბინაზე მკურნალობდნენ

15/09/2020 09:22:06 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა.

84 წლის ქალი 13 სექტემბერს გარდაიცვალა, თუმცა, ინფორმაცია ორი დღის შემდეგ გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა. მისი ცნობით, ქალს სახლში მკურნალობდნენ, ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სისხლში ჟანგბადის ვარდნა დააფიქსირა, ტრანსპორტირების მცდელობისას კი, პაციენტს გული გაუჩერდა.

ე.წ. ოპერატიულმა შტაბის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 674 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 186 პირი გამოჯანმრთელდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი დე ფაქტო საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა მაისში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე – 593.

დღეიდან, რუსეთთან დე ფაქტო საზღვარი გახსნა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S