Accentnews.ge
“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

15/09/2020 11:19:11 საშინაო პოლიტიკა

“თავისუფალმა დემოკრატებმა” 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარები პარტიამ მე-6 რიგგარეშე ყრილობაზე დაასახელა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ორ კანდიდატს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში წარადგენენ, ორს კი რეგიონებში.

ვიტალი დარასელია – საბურთალოს საარჩევნო ოლქი;

ედუარდ ელოშვილი – ისნის საარჩევნო ოლქი;

დავით ჭუნიაშვილი – გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;

ვახტანგ მარტოლეკი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი.

ამასთან, “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე დაასახელეს.

დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პარტიის გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე აირჩიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S