Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას იწყებს: "დაავალე მიშას"

„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას იწყებს: "დაავალე მიშას"

15/09/2020 11:21:01 საშინაო პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია ახალ საარჩევნო კამპანიას სახელწოდებით "დაავალე მიშას" იწყებს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მოისმენენ მოსახლეობის პრობლემებს, მთავარ გამოწვევებს. პრობლემების გადაჭრას კი შეეცდება პარტიის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, თანაგუნდელებთან ერთად.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას", რა ნიშნავს შემდეგს, ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია თქვენ რა მოლოდინი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან... ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენეთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში“,- განაცახადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, მდიდარი საქართველოს ასაშენებლად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ელის დავალებებს.

მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S