Accentnews.ge
"ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა

"ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა

15/09/2020 11:49:38 საშინაო პოლიტიკა

საარჩევნო ბლოკმა "ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა. ხუთივე კანდიდატი რეგიონებში იყრის კენჭს.

  • ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • მანუჩარ კვირკველია – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა მესტიის მუნიციპალიტეტები;

"ერთიანმა ნაციონალურმა" მოძრაობამ საპარალამენტო ბლოკი შექმნა. ბლოკში 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", "ევროპული დემოკრატები", "პროგრესი და თავისუფლება" და "სახელმწიფო ხალხისთვის". ბლოკი 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე "ძალა ერთობაშიას" სახელით იბრძოლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S